საბურთალოს ანტე გი შეუერთდა

14:43, 22.01.2019

საქართველოს ჩემპიონი თურქეთშია და სეზონისთვის ემზადება. თბილისელები ქალაქ სიდეში, სასტუმრო „სენსი მარის“ სპორტულ კომპლექსში ვარჯიშებენ.

დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა ანტე გი, რომელიც გუნდს მხოლოდ ახლა შეუერთდა. საღამოს, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეორედაც ივარჯიშებენ.

საბურთალო პირველ საკონტროლო მატჩს ზეგ, 24 იანვარს გამართავს – საქართველოს ჩემპიონის მეტოქე რუმინული ვიტორული იქნება. სულ თბილისელებმა შეკრებაზე 7 საკონტროლო შეხვედრა დაგეგმეს.

მსგავსი