“საბურთალოს” ახალი კაპიტანი კუპატაძეა

14:14, 05.03.2018

ახალი სეზონიდან “საბურთალოს” კაპიტანი ლაზარე კუპატაძე იქნება. 22 წლის მეკარე ”საბურთალოს” გაზრდილია და მთავარ გუნდში 2013 წლიდან ირიცხება.

თავიდან კუპატაძე ”საბურთალოს” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და 2015-2016 წლებში თბილისის ”ლოკომოტივში” იჯარით გაუშვეს. გუნდს შარშანდელ სეზონში დაუბრუნდა, 36 მატჩიდან 35 ჩაატარა და პირველი მეკარე გახდა. კუპატაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, მიმდინარე ციკლში კი ახალგაზრდულ ნაკრებშიც სისტემატურად იწვევენ.

”საბურთალოში” ეს ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, როდესაც გუნდის კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი შვედეთის “გიოტებორგში” გადავიდა.

 

მსგავსი