„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე უზბეკური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT
„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე უზბეკური გუნდი დაამარცხა #1TVSPORT

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „საბურთალომ“ მეორე ამხანაგური მატჩი უზბეკურ „ნასაფთან“ გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა. ის ულამაზესი გოლის ავტორი გახდა. ბურთი 28-ე წუთზე გავიდა. შეტევა ბაქარ ქარდავამ წამოიწყო, ნოდარ იაშვილმა კი საჯარიმოში გულიაშვილს გაუგრძელა და მან აკრობატულ ნახტომში მეკარეს აუღებელი დაურტყა.

მეორე ტაიმში ორამდე ანგარიშის გაზრდის საშუალება ირაკლი სიხარულიძის ჰქონდა, მაგრამ ერთი-ერთზე გასულ თავდამსხმელს მეკარემ არ გაატანინა. მეტოქე ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ, „საბურთალომ“ 1:0 მოიგო.

საქართველოს თასის მფლობელი თურქულ შეკრებაზე მორიგ შეხვედრას 8 თებერვალს ბექა ვაჩიბერაძის და გიორგი წიტაიშვილის ოდესის „ჩერნომორეცთან“ გამართავს.

„საბურთალო“: გოშაძე, იაშვილი, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, გ. მამაგეიშვილი, ქავთარაძე, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: ლეჟავა, ო. მამაგეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, უბილავა, ტაბატაძე, მამაცაშვილი, სიხარულიძე.