„საბურთალომ“ თურქეთში ტესტ მატჩები დაგეგმა - თასის მფლობელი წიტაიშვილი-ვაჩიბერაძის „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
„საბურთალომ“ თურქეთში ტესტ მატჩები დაგეგმა - თასის მფლობელი წიტაიშვილი-ვაჩიბერაძის „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

„საბურთალო“ მეორე სპარინგ მატჩს „თბილისი სიტისთან“ – „პეტრო არენაზე“ გამართავს და ამით საქართველოს თასის მფლობელი შეკრების პირველ ნაწილს დაასრულებს.

29 იანვრიდან „საბურთალო” თბილისური გუნდი თურქეთში გაემგზავრება, სადაც სეზონისთვის მზადებას დაასრულებს. თბილისელები შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, სამშობლოში კი 12 თებერვალს დაბრუნდებიან.

უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც „საბურთალოს“ თურქეთში შეხვდებიან. პირველ თებერვალს თბილისური კლუბი რუმინეთის პირველი ლიგის „ჰერმანშტადს“ ეთამაშება, რომელიც უძლიერესთა რიგებში გადმოსვლისთვის იბრძვის. რუმინელები ამ დროისთვის მეორე ადგილზე იმყოფებიან.

4 თებერვალს თბილისელები უზბეკეთის მეოთხეადგილოსანნასაფს“ გაეჯიბრებიან. 8 თებერვალს უკრაინის უმაღლეს ლიგელ ოდესის „ჩერნომორეცთანმოსინჯავენ ძალებს, სადაც გიორგი წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე თამაშობენ. გუნდი შეკრებას 11 თებერვალს რუსეთის პირველი ლიგის გათამაშების ლიდერ „ორენბურგთან“ მატჩით დაასრულებს.

20 თებერვალს „საბურთალო“ სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს – საქართველოს თასის მფლობელი სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.