„საბურთალომ“ თურქეთში შეკრება მოლდოველებთან მოგებით დაასრულა #1TVSPORT
„საბურთალომ“ თურქეთში შეკრება მოლდოველებთან მოგებით დაასრულა #1TVSPORT

საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი მატჩი მოლდოვურმილსამ ორჰეისთან“ გამართა და 2:0 გაიმარჯვა.

მოლდოვის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან გუნდთან შეხვედრაში ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, მეორე გოლი გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„საბურთალო“: კუპატაძე, ც. კაპანაძე, ჩადუნელი, გელაშვილი, მამაცაშვილი, დადიანი, პარუნაშვილი, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე, ლ. ნონიკაშვილი.

სათადარიგოები: მეგრელიშვილი, ჯგერენაია, შ. ნონიკაშვილი, ასკურავა, ქარდავა, სილაგაძე, ნ. დავრაშელიძე.

„საბურთალო“ სამშობლოში 15 თებერვალს დაბრუნდება და საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადება. დედაქალაქური კლუბი ეროვნული ლიგის პირველ ტურში 26 თებერვალს „ტორპედოს“ ეთამაშება.