„საბურთალომ“ ტრანსფერი დაადასტურა - გუნდმა იტალიაში პარტნიორი შეიძინა
„საბურთალომ“ ტრანსფერი დაადასტურა - გუნდმა იტალიაში პარტნიორი შეიძინა

გაგი მარგველაშვილის თაობაზე, „საბურთალოსა“ და უნგრული „მეზოკოვეშდის“ მოლაპარაკებები დასრულდა. თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კაპიტანს შეელია – „საბურთალომ“ უკვე ყოფილი კაპიტანი და გუნდის ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი გაგი მარგველაშვილი სათამაშოდ უნგრეთში გაუშვა.

„24 წლის ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბთან ხელშეკრულებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა. მარგველაშვილი არის იმ გამარჯვებების ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც „საბურთალომ“ ბოლო წლებში მოიპოვა – 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, 2019-ში თასის გამარჯვებული, ხოლო 2020 წელს სუპერთასის მფლობელი. გარდა ამისა, გაგი არის პირველი ლიგის (2014) ჩემპიონიც“,- წერს „საბურთალოს“ ოფიციალური ვებგვერდი.

გაგი მარგველაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. კლუბში სულ 215 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 15 გოლი. მას 21-წლამდე ნაკრების ჩათვლით ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ უეფა-ს და ბევრი ევროპული თუ სამხრეთამერიკული წარმატებული კლუბის პარტნიორი, იტალიური ERREA „საბურთალოს“ ტექნიკური პარტნიორიც არის. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე ოფიციალურად შედგა.

„საბურთალო“ ახალი ტექნიკური პარტნიორის, ახალი ლოგოსა და სპორტული ეკიპირების წარდგენას სეზონის დაწყებამდე გეგმავს.