„საბურთალომ“ ტრანსფერები დაადასტურა
„საბურთალომ“ ტრანსფერები დაადასტურა
„საბურთალომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორი ახალწვეული ჰყავს. ტრანსფერების შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
 
„საბურთალომ“ ჯერ ორი ფეხბურთელი დაიმატა – საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „რუსთავის“ 20 წლის თავადმსმხელი ბექა ქავთარაძე და ქუთაისის „ტორპედოს“ 22 წლის ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე.
დასრულებული სეზონის შემდეგ „საბურთალო“ ექვს ფეხბურთელს დაემშვიდობა. ხელშეკრულებები დაუმთავრდათ და კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ: ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ სანდოხაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ინტერს გი და ოგნიენ როლოვიჩი.
კლუბის ხელძღვანელების განცხადებით, დაკომპლექტება გრძელდება და ქართველი მოთამაშეების გარდა, ლეგიონერების დამატებასაც აპირებენ.