„საბურთალომ“ თარგამაძე და დვალიშვილი დაიმატა
„საბურთალომ“ თარგამაძე და დვალიშვილი დაიმატა

„საბურთალოს“, რომელიც ეროვნული ლიგის ლიდერია, ორი ახალწვეული ჰყავს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები – ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიცავენ.

თარგამაძეს კარგა ხანი ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მომჯობინდა და თვეზე ემტია, თბილისელთა შემადგენლობაში ვარჯიშობს. ის ბოლოს უკრაინულ გუნდებში თამაშობდა – „ოლექსანდრია“, „მარიუპოლი“, დონეცკის „შახტარი“. 2008-2010 წლებში გერმანული „ფრაიბურგში“ გამოდიოდა, იყო 19 და 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, 2011 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. კარიერის მანძილზე 28 წლის ნახევარმცველმა 19-ჯერ მოირგი ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა და მეტოქეთა კარის აღება ორჯერ შეძლო.

დვალიშვილი კი თბილისის და ბათუმის „დინამოს“ წევრი იყო, საქართველოში რუსთავის „ოლიმპშიც“ ასპარეზობდა. ევროპული კარიერა კი 2008-2009 წლებში რიგის „სკონტოში“ დაიწყო. შემდეგ იყო ჰაიფას „მაკაბი“ პოლონეთის „პოლონია“, „ლეგია“ და „ლეშნა“, ასევე უთამაშია დანიის „ოდენსეში“. სანაკრებო მატჩებში კი 34 შეხვედრაში 5-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.

საბურთალოელთა შემადგენლობაში სიახლეა ისიც, რომ გუნდს დაუბრუნდა „ლოკომოტივში“ იჯარის წესით განათხოვრებული დაჩი ცნობილაძე.

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები 25 ივლისს ამხანაგურ მატჩში ლიგა-2-ის ბინადარ „თელავს“ დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი რამდენიმე დღეში ოფიციალურ შეხვედრაში ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებენ.