„საბურთალომ“ „სპაერი“ დაამარცხა - გუნდი თურქეთში მიემგზავრება #1TVSPORT
„საბურთალომ“ „სპაერი“ დაამარცხა - გუნდი თურქეთში მიემგზავრება #1TVSPORT

„საბურთალომ“ თბილისურ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერთან“ გამართა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის დასაწყისში „საბურთალოს“ ახალწვეულმა, შეიკნე სილამ გახსნა. საფინალო სასტვენამდე კი მეტოქის კარი მეორედ ოთო მამამგეიშვილმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისური კლუბი ერთი დღე დაისვენებს და 25 თებერვალს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სამი კვირა გაჩერდება და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ სეზონისთვის ახალი მთავარი მწვრთნელი, ომარ თეთრაძე ამზადებს.

„საბურთალო“ – 2:0 სპაერი

გოლები: 1:0 სილა (14), 2:0 ო. მამამგეიშვილი (87)

„საბურთალო“: მეგრელიშვილი, ჩადუნელი, გელაშვილი, ჯგერენაია, ს. გულიაშვილი, პარუნაშვილი, ქარდავა, სილაგაძე, გ. მამაგეიშვილი, სილა, ლ. ნონიკაშვილი

სათადარიგოები: ნეჩაევი, ამბროსიძე, ასკურავა, დადიანი, ო. მამაგეიშვილი