„საბურთალომ“ სერბული „ნაპერდაკი“ გაანადგურა

საბურთალომ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ისევ გაიმარჯვა – საქართველოს ჩემპიონი თურქეთის ქალაქ სიდეში, სერბეთის ჩემპიონატის მეხუთე ადგილოსანნაპერდაკს“ შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა.

თბილისელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში გეგა დიასამიძის გადაცემით გიორგი კოხრეიძემ გახსნა. მეორედ მეტოქის კარი ელვინ ტერამ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში ინტერს გიმ დააფიქსრა, რომელმაც „საბურთალოს“ ფორმით პირველი გოლი გაიტანა, თბილისელებმა კი 3:0 მოიგეს.

„საბურთალო“ – „ნაპრედაკი“ 3:0
1:0 კოხრეიძე (7), 2:0 ელვინ ტერა (25), 3:0 ინტერს გი (27)

„საბურთალო“ – „ნაპრედაკი“ 3:0
გოლები: 1:0 კოხრეიძე (5. დიასამიძის პასით), 2:0 ელვინ ტერა (25), 3:0 ინტერს გი (27. დიასამიძის პასით)

„საბურთალო“ პირველი ტაიმი: შელიხოვი, ჩაბრაძე, ცნობილაძე, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ტერა, გვარაძე, დიასამიძე, ინტერს გი, კოხრეიძე, როლოვიჩი

„საბურთალო“ მეორე ტაიმი: შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, თევზაძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, გოშთელიანი, ვაგნერ გონსალვეში, შინდაგორიძე, დვალიშვილი

პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონმა რუმინული „ვიტორული“ 2:1 დაამარცხა. შემდეგ სპარინგს „საბურთალო“ 1 თებერვალს, მაკედონიურ „რაბოტნიჩკთან“ გამართავს.