„საბურთალომ“ საქმე გაირთულა - „ლოკომოტივმა" ქულა ბოლო წუთებზე მოიპოვა
„საბურთალომ“ საქმე გაირთულა - „ლოკომოტივმა" ქულა ბოლო წუთებზე მოიპოვა

„საბურთალომ“ თბილისის „ლოკომოტივთან“ გასვლითი შეხვედრა ვერ მოიგო და, მართალია ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ დასკვნით ტურებში დიდი ინტრიგა დატოვა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული ეროვნულ საფეხბურთო ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ანგარიშის გახსნა „ლოკომოტიველ“ მამია გავაშელიშვილს შეეძლო, მაგრამ თავისი შანსი ვერ გამოიყენა. მე-40 წუთზე კი ვაგნერ გონსალვეშის გადაცემის შემდეგ დაჩი ცნობილაძემ ახლოდან ზუსტად დაარტყა და „საბურთალო“ დაააწინაურა – 1:0. 87-ე წუთზე ლადო დვალიშვილს გათამაშების ლიდერის უპირატესობის ორამდე გაზრდა შეეძლო, მაგრამ მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. 88-ე წუთზე კი ლიდერმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და „ლოკომოტივმა“ პენალტი მოიპოვა, რომელიც თემურ შონიამ ზუსტად გამოიყენა და ლიდერს ქულა გამოგლიჯა – 1:1.

32 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 71 ქულა დააგროვა და კონკურენტ თბილისის „დინამოსთან“ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ხვალ „დინამო“ საკუთარ სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს და სხვაობის 5 ქულამდე შემცირების რეალური შანსი გაუჩნდა. სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „ლოკომოტივმა“ (35 ქულა) პლეი აუტის ზონაში მყოფ „რუსთავს“ 5 ქულით გაასწრო.