„საბურთალომ“ ნიქოზიაში მატჩისწინა ვარჯიში გამართა
„საბურთალომ“ ნიქოზიაში მატჩისწინა ვარჯიში გამართა

საქართელოს სუპერთასის მფლობელი „საბურთალო” კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ჩაფრინდა, სადაც ჩარტერული რეისით გაემგზავრა, 27 აგვისტოს კი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიმასოლის „აპოლონს” დაუპირისპირდება.

თბილისური გუნდი სასტუმრო Semeli Hotel-ში დაბინავდა, საღამოს კი ნიქოზიას „ჯი ეს პი” სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში 20:00 საათზე გამართა, ანუ იმ დროს, როდესაც 27 აგვისტოს მატჩია ჩანიშნული.

„საბურთალო” კვიპროსში დანაკლისით გაემგზავრა – გუნდს ვერ გაჰყვნენ დაჩი ცნობილაძე, რომელმაც „ჩიხურასთან” მატჩში კოჭი დაიზიანა და ოლექსანდრ ბელიაევი, რომელსაც მუხლი აწუხებს. გუნდის შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ „საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, ტყუპები – გიზო და ოთო მამაგეიშვილები, რომლებიც 2003 წელს დაბადებულები არიან.

აპოლონისა” და „საბურთალოს” მატჩი 27 აგვისტოს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი” სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართვგელოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.