„საბურთალომ“ მზადება დაიწყო - თბილისური გუნდი 29 იანვარს თურქეთში გაემგზავრება #1TVSPORT
„საბურთალომ“ მზადება დაიწყო - თბილისური გუნდი 29 იანვარს თურქეთში გაემგზავრება #1TVSPORT

„საბურთალო“ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის საწვრთნელ პროცესს შეუდგა.

გუნდთან ერთად არიან ახალწვეულები – ნოდარ იაშვილი, სანდრო გურეშიძე, დათო უბილავა, ბაქარ ქარდავა, ნოდარ ქავთარაძე, გია ჩადუნელი, ლაშა შინდაგორიძე.

ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. გუნდი 29 იანვარს თურქეთში გაემგზავრება, სადაც 12 თებერვლამდე მოემზადება და რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს.

თურქეთში გამგზავრებამდე თბილისელებმა დედაქალაქში რამდენიმე სპარინგ-მატჩი დაგეგმეს – 19 იანვარს „შევარდენს“ გაეჯიბრებიან, 22 რიცხვში თბილისი „სიტის“, ხოლო 27 იანვარს ბოლნისის „სიონთან“ მოსინჯავენ ძალებს.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ 2021 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა და ახალ ევროსეზონზე კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.