საბურთალომ მზადება დაასრულა
საბურთალომ მზადება დაასრულა

საბურთალომ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა – ამჯერად, საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან კაისარს გაეჯიბრა.

პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში ყაზახებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიში გახსნეს. თუმცა 64-ე წუთზე, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, თავით ლადო დვალიშვილმა გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

საბურთალო (1 ტაიმი): შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე, ტერა, გვარაძე, გი, გონსალვესი, გოშთელიანი, დვალიშვილი.

2 ტაიმში ითამაშეს: მიგინეიშვილი, ჯინჯოლავა, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, ჩაბრაძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე

ამ მატჩით, საბურთალომ შეკრება დაასრულა და 24 თებერვალს გორში ქუთაისის ტორპედოსთან გასამართი სუპერთასის მატჩისთვის გუნდი უკვე დედაქალაქში მოემზადება.