„საბურთალომ“ მეორე ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT
„საბურთალომ“ მეორე ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT

დედაქალაქურმა „საბურთალომ“ ამხანაგური მატჩი ლიგა-3-ის „თბილისი სითისთან” გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

თასის მოქმედი მფლობელები ლევან ნონიკაშვილმა ტექნიკური დარტყმით დააწინაურა. თანაგუნდელს მალე მხარი გიორგი გულიაშვილმა აუბა. მეორე ნახევარში კი სამამდე ანგარიში კლუბის ახალწვეულმა, ირაკლი სიხარულიძემ გაზარდა და საბოლოოდ მატჩი „საბურთალომ“ 3:0 მოიგო.

საბურთალო: გოშაძე, უბილავა, ჩადუნელი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ო. მამაგეიშვილი, ქარდავა, გოჩოლეიშვილი, ლ. ნონიკაშვილი, ქავთარაძე, გულიაშვილი

მეორე ტაიმი: გოშაძე (ლეჟავა), იაშვილი, კაკუბავა, გურეშიძე, მამაცაშვილი, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, პარკინაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას „საბურთალო“ ბოლნისის „სიონთან” გამართავს. სპარინგ-მატჩი 27 იანვარს გაიმართება.

დატოვე კომენტარი