„საბურთალომ" ლიდერობა დაიბრუნა - შინდაგორიძე ზივზივაძეს დაეწია
„საბურთალომ" ლიდერობა დაიბრუნა - შინდაგორიძე ზივზივაძეს დაეწია

საბურთალომ“ „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთპიროვნული ლიდერობა მინიმუმ ერთი დღით დაიბრუნა.

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი 28-ე წუთზე დაწინაურდა. ანგარიში „საბურთალოს“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვესმა გახსნა, 64-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძემ „ვიტ ჯორჯიას“ კარი მეორედ აიღო, ხოლო 70-ზე გეგა დიასამიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.

ისევე, როგორც პირველ წრეში, „საბურთალომ“, „ვიტ ჯორჯია“ ამჯერადაც ანგარიშით 3:0 დაამარცხა, 34 ქულა დააგროვა და მინიმუმ 29 მაისის საღამომდე (ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზაზე ბოლნისის „სიონს” უმასპინძლებს) სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. „ვიტ ჯორჯია“ კი 11 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.

ლაშა შინდაგორიძეს „ვიტ ჯორჯიასთან“ შედეგიანი დარტყმით 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს დაეწია.