საბურთალომ ისევ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
საბურთალომ ისევ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

„საბურთალომ“ დაძაბულ ბრძოლა ბოლნისის „სიონი“ დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

ეროვნული საფეხბურთო ლიგის 28-ე ტურის თამაში, „მიხეილ მესხი 2“-ზე საინტერესოდ წარიმართა. პირველ ტაიმში „სიონმა“ ორჯერ შეძლო წონასწორობის აღდგენა. „საბურთალოდან“ ორივე გოლი ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ გაიტანა (მე-11 და 27-ე წუთები), ბოლნისელებიდან კი წონასწორობა ორივჯერ (მე-18 და 38-ე წუთებზე) ბიძინა მახარობლიძემ აღადგინა. გადამწყვეტი 74-ე წუთი გამოდგა, როდესაც თბილისელთა თავდამსხმელმა გიორგი კოხრეიძემ მეტოქის კარი აიღო და „საბურთალომ“ 3:2 მოგებით ლიდერობა განიმტკიცა.

თბილისელებმა 63 ქულა დააგროვეს და 8 ქულით გაასწრეს თბილისის „დინამოს“, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო „სიონი“ 21 ქულით მე-8 ადგილზეა.