„საბურთალომ“ ევროსაგზურის შანსი დაკარგა - „დილამ“ „სამგურალთან“ ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
„საბურთალომ“ ევროსაგზურის შანსი დაკარგა - „დილამ“ „სამგურალთან“ ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 33-ე ტური რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული მატჩით დასრულდა – „საბურთალომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული შეხვედრა „საბურთალოს“ აუცილებლად უნდა მოეგო, ევროსაგზურის მოპოვების შანსი რომ შეენარჩუნებინა. მაგრამ პირველივე ტაიმში ორი გოლი გაუშვა – გორელებმა ორივეჯერ მასპინძელთა უხეში შეცდომით ისარგებლეს.

მე-7 წუთზე მეკარემ და მცველმა ბურთი კარგად ვერ მოიგერიეს, ამით „დილას“ თავდამსხმელმა ტიერი გეილიმ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 10 წუთში „საბურთალოს“ მეკარე ბექა ქურდაძე ისევ შეცდა, მოგერიებისას ბურთი კარის წინ თორნიკე ძოწენიძეს დაუგორა, რომელმაც ბურთი თავზე გადაუგდო 0:2.

მეორე ტაიმში „საბურთალომ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა, 0:2 წააგო და ევროთასებზე მოხვედრის შანსი ფაქტობრივად დაკარგა. ეროვნული ლიგაში გამართული 33-ე ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 52 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედოს“ (50) გადაასწრო, ხოლო მესამეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალთან“ (53) ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.