„საბურთალომ“ „დინამო“ დაამარცხა და თასის მეოთხედფინალშია
„საბურთალომ“ „დინამო“ დაამარცხა და თასის მეოთხედფინალშია

საბურთალომ“ თბილისის „დინამოს“ აჯობა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას „მიხეილ მესხი არენამ“ უმასპინძლა – „საბურთალო“, რომელიც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ გაიყვანა, უკეთ გამოიყურებოდა და 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა – სანდრო ალთუნაშვილის გათამაშებული კუთხურის შემდეგ, „დინამოს“ კარი მასპინძელთა კაპიტანმა, გაგი მარგველაშვილმა აიღო.

გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მასპინძლებს მეტი შანსი ჰქონდათ. „საბურთალოს“ ლეგიონერმა, ჯეროენ ლუმუმ სამიოდე მეტრიდან კარს ვერ მოახვედრა და მშვენიერი მომენტი გაანიავა, საბოლოოდ კი, „საბურთალომ“ 1:0 გაიმარჯვა.

​დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრა უკვე გაიმართა და ცნობილია, რომ ¼-ფინალში „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, მაგრამ მატჩის თარიღი ჯერ არ დასახელებულა.