“საბურთალომ” ბელგიიდან ვაგნერ გონსალვესი დაიბრუნა
“საბურთალომ” ბელგიიდან ვაგნერ გონსალვესი დაიბრუნა

ბრაზილიელი ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვესი ისევ ”საბურთალოსთვის” შეუტევს. 20 წლის ნახევარცველი თბილისურ კლუბში 2016 წელს ჩაირიცხა, 2017 წლის პირველ წრეში კი სამხრეთამერიკელმა ლეგიონერმა კლუბის შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვაგნერი პირველ წრეში ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ზაფხულში ბელგიურ “სერკ ბრიუგეში” აიყვანეს, სადაც იჯარით თამაშობდა. მაგრამ ახლა ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და 2018 წლიდან კვლავ “საბურთალოს” მაისუას მოირგებს.

ფეხბურთელი თბილისურ კლუბს თურქეთში გამგზავრებამდე შეუერთდება.