„საბურთალომ“ ანტე გისთან კონტრაქტი გააფორმა
„საბურთალომ“ ანტე გისთან კონტრაქტი გააფორმა

ანტე გი ოფიციალურად „საბურთალოს“ ფეხბურთელია. 26 წლის კოტ-დივუარელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

კოტ-დივუარელი შემტევი ნახევარმცველი საქართველომდე პორტუგალიურ კლუბებში – „კოვილიაში“, „კოიმბრაში“, „კიასოსა“ და „ვიტორია გიმარაეშში“ თამაშობდა.

საქართველოში ანტე გი 2017 წლის სეზონიდან თამაშობს – მაშინ „სამტრედიას“ რიგებში გამოდიოდა და წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დასახელდა. კლუბი წელს ზაფხულში დატოვა. სამტრედიელთა რიგებში, მან 36 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.

“მიხარია, რომ “საბურთალოში” ჩავირიცხე. მქონდა სხვა ვარიანტები, მათ შორის საქართველოში. მაგრამ საბოლოოდ „საბურთალოში“ თამაში ვამჯობინე. იმიტომ, რომ ქვეყნის ჩემპიონი და ამბიციური გუნდია“ – ამბობს ანტე გი.

„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია ახალწვეულის დამატებით გახარებულია: „ანტე გი 2017 წლსი საუკეთესო ლეგიონერია. ჩვენ გუნდში კიდევ სხვა ლეგიონერებიც გვყავს და იმედია, გუნდს ეროვნულ ლიგასა და ევროსარბიელზე დაეხმარებიან“.