„საბურთალომ“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT
„საბურთალომ“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT

„საბურთალომ“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა, საგარეჯოს „გარეჯთან“ ამხანაგურ შეხვედრა გამართა და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა – 4:0.

თბილისურ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოიძახეს – გიორგი გოჩოლეიშვილი (ეროვნულ გუნდში მაროკოს წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა) და ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე გამოძახებული ოთხეული – თორნიკე მეგრელიშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ოთარ მამაგეიშვილი და გიორგი გულიაშვილი.

საგარეჯოს „გარეჯთან“ თბილისელებიდან დუბლი შეასრულა ლუკა ქოქოსაძემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, თითო გოლით კი თავი გამოიჩინეს იური ტაბატაძემ და შოთა წამალაშვილმა.

„საბურთალო“: ქურდაძე, ამბროსიძე, კაკუბავა, ჯგერენაია, მამაცაშვილი, პარუნაშვილი, ლ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ქარდავა, ტაბატაძე, გოშთელიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ქოქოსაძე, ჩადუნელი, გრიგალაშვილი, ბერუჩაშვილი, ტალახაძე, ჭანტურიშვილი, წამალაშვილი, ლეჟავა.