„საბურთალომ“ ამხანაგური მატჩი 11:0 მოიგო #1TVSPORT
„საბურთალომ“ ამხანაგური მატჩი 11:0 მოიგო #1TVSPORT

საბურთალომ” სეზონისთვის მზადება დაიწყო და წლის პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – ლევან კორღალიძის გუნდი „პეტრო არენაზე“ ლიგა 2-ის „შევარდენს“ დაუპირისპირდა და არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა.

იმის მიუხედავად, რომ ლევან კორღალიძემ სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებიც ათამაშა, „საბურთალომ“ მეტოქის კარი 11-ჯერ აიღო. ჰეთ-თრიქი გიორგი გულიაშვილმა და დუბლშემადგენლობის მოთამაშე ბაჩანა ბერუჩაშვილმა შეასრულეს, თითო-თითო გოლი ლევან ნონიკაშვილმა, ოთარ და გიზი მამაგეიშვილებმა, ასევე ნოდარ ქავთარაძემ და გიორგი ლაცაბიძემ გაიტანეს.

„საბურთალო“ (1 ტაიმი): მეგრელიშვილი, იაშვილი, კაკუბავა, ჯგერენაია, მამაცაშვილი, შ. ნონიკაშვილი, გეგუჩაძე, პარკინაშვილი, ლ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე, გულიაშვილი

„საბურთალო“ (2 ტაიმი): მეგრელიშვილი, უბილავა, ჩადუნელი, გურეშიძე, ლაცაბიძე, ქარდავა, ო. მამაგეიშვილი, გოჩოლეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, ქავთარაძე, ბერუჩაშვილი.

„საბურთალო“ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 22 თებერვალს „თბილისი სიტისთან” გამართავს, 27-ში ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება, ხოლო 29-ში უცხოურ შეკრებას თურქეთში დაიწყებს.