„საბურთალო“ ზაგრებში დანაკლისით მიემგზავრება
„საბურთალო“ ზაგრებში დანაკლისით მიემგზავრება

„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ზაგრების „დინამოს“ 30 ივლისს დაუპირისპირდება.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ხორვატიაში 29 ივლისს გაემგზავრება. „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს ზაგრებში სულ 19 ფეხბურთელი მიჰყავს.

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

მცველები: ნიკოლოზ მალი, გია ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.

ამ მატჩში „საბურთალოს“ ოთხი წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ვაგნერ გონსალვესი ვარჯიშზე დაშავდა. ლაშა შინდაგორიძე ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა. ელვინ ტერა კენიის მოქალაქეა და ხორვატიაში სავიზო პრობლემების გამო ვერ ითამაშებს. მათ გარდა, გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, „საბურთალოს“ ლევან ყენია დაემატა, რომელიც გუნდში მცირე ხნის წინ ჩაირიცხა.

„დინამოსა“ და „საბურთალოს“ შორის შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩის ტელერეპორტაჟი თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.