„საბურთალო“ თურქულ შეკრებაზე „ვორსკლასთან“ კოვტალიუკის გოლით დამარცხდა #1TVSPORT
„საბურთალო“ თურქულ შეკრებაზე „ვორსკლასთან“ კოვტალიუკის გოლით დამარცხდა #1TVSPORT

„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი პოლტავის „ვორსკლასთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა. ერთადერთი გოლი გორის „დილას“ ყოფილმა თავდამხმელმა, მიკოლა კოვტალიუკმა 69-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ შეკრებაზე უზბეკური „ანდიჟონი“ (2:1) და მოლდოვური „მილსამი“ (1:0) დაამარცხა, ხოლო უკრაინულ „ოლეკსანდრიასთან“ 0:3 წააგო.


„საბურთალო“ – „ვორსკლა“ 0:1


გოლი: 0:1 კოვტალიუკი (69).

„საბურთალო“ (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე, კაპანაძე, დერეკი, ჯგერენია, მამაცაშვილი, ქარდავა, ნონიკაშვილი, გამარა, გ. მამაგეიშვილი, სილა, გ. კოხრეიძე.

სათადარიგოები: კურტანიძე, კომახიძე, ნარიმანიძე, დადიანი, სიხარულიძე, ლუდუენა, ვიანო, ელვინი.