„საბურთალო“ თურქეთში გაემგზავრა 
„საბურთალო“ თურქეთში გაემგზავრა 

საქართველოს ჩემპიონმა დედაქალაქურმა „საბურთალომ“ დღეს თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო – გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდი ქალაქ სიდეში 6-19 თებერვლის ჩათვლით მოემზადება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჩემპიონი თავდაპირველად შეკრებას ლარაში გეგმავდა. მაგრამ გეგმები შეიცვალა და სიდეში დაბრუნება ამჯობინეს. ამ დროის განმავლობაში თბილისელები სპარინგ მატჩებს გამართავენ: 9 თებერვალს შვედეთის „სირიუსს“ გაეჯიბრებიან, 12 თებერვალს ბოსნიის „სარაევოსთან“ მოსინჯავენ ძალებს, 15 თებერვალს რუსეთის პრემიერლიგის „ახმატს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო შეკრებას 18-ში ყაზახეთის „კაისართან“ მატჩით დაასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ საბურთალოელებმა პირველი შეკრება, იმავე სიდეში 20 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაიარეს, სადაც ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს.