„საბურთალო“ თავდამსხმელს დაემშვიდობა - შინდაგორიძე ბელარუსში მიდის (ვიდეო)
„საბურთალო“ თავდამსხმელს დაემშვიდობა - შინდაგორიძე ბელარუსში მიდის (ვიდეო)
ლაშა შინდაგორიძე კარიერას ბელარუსში გააგრძელებს – „საბურთალოს“ თავდამსხმელი კონტრაქტს სოლიგორსკის „შახტიორთან“ აფორმებს.
საქართველოს ჩემპიონს 26 წლის თავდამსხმელი ზაგრებში „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისას არ ახლდა, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზი მცირე ტრავმა იყო.
შინდაგორიძე „საბურთალოს“ შემადგენლობაში შარშან დაბრუნდა და კვლავ მისი ერთ-ერთი ლიდერი გახდა. სოლიგორსკის „შახტიორი“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეა და პირველ მატჩში დანიური „ესბიერგი“ 2:0 დაამარცხა.