„საბურთალო“ „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის ბუქარესტში მოემზადება #1TVSPORT
„საბურთალო“ „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის ბუქარესტში მოემზადება #1TVSPORT

თბილისის „საბურთალო“ ბუქარესტშია და ხუთშაბათამდე „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის მეორე წრის განმეორებითი შეხვედრისთვის რუმინეთის დედაქალაქში მოემზადება.

21 ივლისს ლაშა ნოზაძის გაწვრთნილებმა რუმინეთის ვიცე-ჩემპიონი ლევან ნონიკაშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს და საპასუხო შეხვედრის მოლოდინში არიან.

„რუმინეთის დედაქალაქის ცენტრალური სტადიონი 55.600 გულშემატკივარს იტევს. მასპინძლების ცნობით, 28 ივლისს სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან და სავსე ტრიბუნების მოლოდინში არიან. ამ დროისთვის უკვე 22.000 ბილეთია გაყიდული. ჩვენი ინფორმაციით, მატჩს ემიგრანტი ქართველებიც დაესწრებიან, რომელთა რიცხვი 100-მდე იქნება. „საბურთალომ” დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა, ხვალ კი ცენტრალურ სტადიონზე მატჩისწინა რეპეტიციას 21:00 საათზე ჩაატარებს, მანამდე მთავარი მწვრთნელის – ლაშა ნოზაძის პრესკონფერენცია იგეგმება“, – ინფორმაციას „საბურთალოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მეტოქის ბანაკში მთავარი ამბავი ისაა, რომ მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ანტონ პეტრეამ, რომელმაც თბილისში გამართულ მატჩს უთავკაცა გუნდს და მის მოვალეობას ნიკოლაე დიკა შეასრულებს, რომელიც „სტიაუას“ 2017-18 წლებში წვრთნიდა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს „საბურთალო“ „სტიაუასთან“ 28 ივლისს ჩაატარებს. შეხვედრა ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება რუმინეთიდან პირდაპირ ტრანსილაციას – „საბურთალოს“ ცნობით, მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და ხვალ ზუსტად გვეცოდინება, რომელ არხზე იქნება მატჩის ყურება შესაძლებელი.