„საბურთალო“-„სტიაუას“ მატჩის ბილეთები გაყიდვაშია - გუნდები „დინამო არენაზე“ ხვალ ივარჯიშებენ #1TVSPORT
„საბურთალო“-„სტიაუას“ მატჩის ბილეთები გაყიდვაშია - გუნდები „დინამო არენაზე“ ხვალ ივარჯიშებენ #1TVSPORT

ცნობილი გახდა კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოსა“ და რუმინეთის ვიცე-ჩემპიონს, ბუქარესტის „სტიაუას“ მატჩის წინა დღის დაგეგმილი მწვრთნელთა პრესკონფერენციებისა და ვარჯიშების განრიგი.

„საბურთალოსა“ და „სტიაუას“ წინასამატჩო ვარჯიშები და პრესკონფერენციები 20 ივლისს „დინამო არენაზე“ გაიმართება. 18:45 საათზე პრესკონფერენციას სტუმართა მთავარი მწვრთნელი ანტონ პეტრეა გამართავს, ხოლო 19:00-ზე რუმინელთა ვარჯიში დაიგეგმა. რაც შეეხება „საბურთალოს“, თბილისელთა მწვრთნელის, ლაშა ნოზაძის პრესკონფერენცია 19:30 საათზე ჩატარდება, ხოლო 20:00-ზე – ვარჯიში.

მატჩის ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე უკვე შესაძლებელია tkt.ge/saburtalo, ხოლო სალაროებში შეძენა მატჩის დღეს 12 საათიდან იქნება შესაძლებელი. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მატჩზე დასწრება 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. ბილეთების ფასი 3, 4 და 5 ლარი იქნება.

კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოსა“ და „სტიაუას“ შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. იგეგმება მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციაც.