„საბურთალო“ „შტურმს“ დაუზავდა #1TVSPORT
„საბურთალო“ „შტურმს“ დაუზავდა #1TVSPORT

„შტურმი“ მოსამზადებელ პერიოდს აქტიურად განაგრძობს – სართიჭალელებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა „საბურთალოსთან“ გამართეს და 1:1 დაასრულეს.

„ბენდელას“ სტადიონზე ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული გუნდისა და ეროვნული ლიგის წარმომადგენელს შორის დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. „საბურთალო“ პირველ ტაიმში ირაკლი სიხარულიძის გოლით დაწინაურდა. მეორე ნახევარში კი ანგარიში დავით ჩიგოევმა გაათანაბრა.

„შტურმი“ სეზონისთვის სერიოზულად ემზადება და შემადგენლობაც გააძლიერა, რაზეც ამხანაგური შეხვედრების შედეგები მეტყველებს – ლიგა 2-ის დებიუტანტმა „ვიტ ჯორჯია“ 4:1 დაამარცხა, ხოლო ბოლნისის „სიონთან“, რომელიც ეროვნულ ლიგაში გადასვლას გეგმავს, ფრედ ეთამაშა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი სტრუქტურების თანადაფინასებით, სოფელ სართიჭალაში ახალი სტადიონი აშენდა და ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურებული „შტურმი“ ახალი სოზონიდან საკუთარ მოედანზე ითამაშებს.