„საბურთალო“ საქართველოს თასის ნახევარფინალისტია

20:57, 24.09.2019

თბილისის სტადიონ „სპაერზე“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა – ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი კრისტალბეთლიგის მოქმედ ჩემპიონს, „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და მხოლოდ დამატებულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა – მთავარმა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა ცხრა ყვითელი ბარათი 9-ჯერ გამოიყენა, ხოლო წითელი ბარათი – 2-ჯერ. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაინიშნა დამატებითი დრო. ანგარიში კი 105-ე წუთზე „საბურთალოს“ კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა გახსნა – 0:1.

მატჩის მიწურულს მთავარმა არბიტრმა ორივე გუნდიდან 1-1 მოთამაშე გააძევა: „მერანიდან“ გიორგი დათუნაიშვილი, ხოლო „საბურთალოდან“ მოედანზე 13 წუთის შესული ლევან კაკუბავა (მეორე ყვითლისთვის).

საბოლოოდ, „საბურთალომ“ 0:1 გაიმარჯვა და საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალისტია.

მსგავსი