საბურთალო პირველი წრის ჩემპიონია - იუბილარების გოლები და გაძევება
საბურთალო პირველი წრის ჩემპიონია - იუბილარების გოლები და გაძევება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მეცხრე ტური დაიწყო. ბოლნისში სიონმა მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს  უმასპინძლა და დამარცხდა.

ანგარიში ეფექტური დარტყმით გია ჩაბრაძემ გახსნა: მეშვიდე წუთზე საბურთალოს მცველი შეტევაში ჩაერთო და კარიდან ოდნავ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – 0:1. მეორე ტაიმში ბოლნისელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ კონტრშეტევაზე მეორედ გაუშვეს: სიონის კარი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლადო დვალიშვილმა აიღო. აღსანიშნავია, რომ პირველი ორი გოლის ავტორები, ჩაბრაძე და დვალიშვილი, იუბილარები არიან.

მე-60 წუთზე ვილი ისიანმა სხვაობა შეამცირა და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, თუმცა გიორგი დიასამიძემ 79-ე წუთზე საბურთალოს ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა – 1:3. მასპინძლებმა 88-ე წუთზე სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირეს – თავი ზვიად სიხარულიამ გამოიჩინა – 2:3. დამატებულ წუთებში მთავარმა არბიტრმა ერთ-ერთი იუბილარი, დვალიშვილი მოედნიდან გააძევა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ 2:3 მოიგო და ცხრა ტურში 21 ქულა დააგროვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედი ჩემპიონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრეს ერთპიროვნული ლიდერის პოზიციაზე ასრულებს.