„საბურთალო“ კვიპროსში 26 აგვისტოს გაემგზავრება
„საბურთალო“ კვიპროსში 26 აგვისტოს გაემგზავრება

„საბურთალო” ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვირპოსული „აპოლონის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ევროპალიგის მატჩი ლიმასოლის „აპოლონსა” და თბილისის „საბურთალოს” შორის, რომელიც 27 აგვისტოს გაიმართება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი” სტადიონზე ჩატარდება.

„საბურთალოს“ პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდი კვიპროსში 26 აგვისტოს ჩარტერული რეისით გაემგზავრება – ეს უეფას მოთხოვნაა. გუნდი „აპოლონთან“ მატჩისთვის 23 მოთამაშით გაფრინდება. ტრავმის გამო შეხვედრას თბილისური კლუბის ლიდერი, გიორგი კოხრეიძე გამოტოვებს.