„საბურთალო“ ესპანეთში მოემზადება - მალი და ტერა თბილისში რჩებიან
„საბურთალო“ ესპანეთში მოემზადება - მალი და ტერა თბილისში რჩებიან
„საბურთალო“ პირველ თებერვალს ესპანეთში დასკვნით შეკრებაზე მიემგზავრება – საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი ვალენსიის ახლოს, ქალაქ ალბირში 14 თებერვლამდე მოემზადება.
 
ამ ხნის განმავლობაში, გია ცეცაძის გაწვრთნილები ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. დაგეგმილია მატჩები რუსეთის პრემიერ ლიგის „ზენიტთან“ და „ცსკა“-სთან, ავსტრიულ „ადმირასთან“ და ესპანეთის ქვედალიგელ „ალკოიანოსთან“.
გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვება ნიკოლოზ მალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ასევე თბილისში რჩება ელვინ ტერაც, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
ჩვენი გუნდი ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი.
მცველები: გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, ჟულიუს ბლიკი, ჟარდელ ნაზარე, ანრი ჭიჭინაძე, იურიხ კაროლინა, თედორე გრიგალაშვილი.
ნახევარმცველები: იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, ლევან ყენია.
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, ჟეროენ ლუმუ, გიორგი ჭანტურია.