ს.კ. „საბურთალო“ სომხეთის დედაქალაქში იმყოფება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დღეს დასკვნით ვარჯიშს და პრესკონფერენციას გამართავს. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ხვალ გაიმართება.
„საბურთალო“ სომხეთში დანაკლისით ჩავიდა. გუნდს სავიზო პრობლემების გამო ელვინ ტერა, ტრავმის გამო კი ვაგნერ გონსალვეში ვერ დაეხმარებიან.
დღესვე გაირკვა ამ გუნდებს შორის გამარჯვებულის სავარაუდო მოწინააღმდეგეც. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულს, ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონურ „ნომე კალიუს“ შორის გამარჯვებული შეხვდება.
„საბურთალოსა“ და „არარატ არმენიას“ დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.