„საბურთალო“ დაკომპლექტებას აგრძელებს - კონტრაქტები ქარდავამ და ჩადუნელმა გააფორმეს #1TVSPORT
„საბურთალო“ დაკომპლექტებას აგრძელებს - კონტრაქტები ქარდავამ და ჩადუნელმა გააფორმეს #1TVSPORT

საბურთალომ“ კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა – გუნდში „დინამო თბილისისა“ და „გაგრას“ ფეხბურთელები ჩაირიცხნენ. „საბურთალოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდში „დინამო თბილისიდან“ გადაყვანილი მესამე ფეხბურთელი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავაა.

„ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა თბილისის „საბურთალოში“ ჩაირიცხა. მხარეებმა მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ ქარდავა ბოლოს დედაქალაქურ „დინამოში“ თამაშობდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

საქართველოს თასის მფლობელის შემადგენლობაში „გაგრას“ ცენტრალური მცველი გია ჩადუნელიც დაიმატეს: „კლუბში 27 წლის ტანმაღალი მცველი, გია ჩადუნელი ითამაშებს. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩადუნელი ბოლოს „გაგრას“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი მას თბილისის „დინამოში“, გორის „დილაში“, ქობულეთის „შუქურასა“ და ფოთის „კულხეთში“ უთამაშია“.

საბურთალომ“ სეზონის დასრულების შემდეგ „დინამო თბილისიდან“ უკვე მესამე ფეხბურთელი დაიმატა. ქარდავამდე, საქართველოს თასის მფლობელ კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს მცველმა ნოდარ იაშვილმა და ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ. ახალწვეულია ბათუმის „დინამოდანაც“ – 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ლაშა შინდაგორიძე.

დატოვე კომენტარი