„საბურთალო“ და „პარტიზანი“ გორში ითამაშებენ, პრესკონფერენციები კი თბილისში დაგეგმეს #1TVSPORT
„საბურთალო“ და „პარტიზანი“ გორში ითამაშებენ, პრესკონფერენციები კი თბილისში დაგეგმეს #1TVSPORT

7 ივლისს კონფერენს ლიგის პირველ მატჩში „საბურთალო“ ალბანეთის „პარტიზანს“ შეხვდება. მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის” სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

გაირკვა მატჩისწინა, ტრადიციული პრესკონფერენციის დაწყების დროც. „საბურთალოს“ პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტებს 6 ივლისს ორივე გუნდი თბილისში შეხვდება – სასტუმრო „ეპიზოდში“ 13:30 საათზე პრესკონფერენციას „საბურთალოს“ მწვრთნელი უმასპინძლებს. რაც შეეხება სტუმრებს, „პარტიზანის” მწვრთნელი მედიას 6 ივლისს სასტუმრო „რედისონში“ 18:30 საათზე შეხვდება.

პირველი მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 7 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა ტირანაში 14 ივლისს ჩატარდება. „პარტიზანმა“ გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. „პარტიზანი“ ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბია. დაარსდა 1946 წელს, 16-ჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული და 15-ჯერ აღმართა ალბანეთის თასი. გუნდში არიან ბრაზილიელი, სენეგალელი, სერბი და ჩრდილომაკედონიელი ლეგიონერები.

„პარტიზანმა“ გასულ სეზონშიც ითამაშა კონფერენ სლიგაზე. პირველ ეტაპზე მოლდოვური „სფინტულ გეორგე“ (5:2, 3:2) დაამარცხა, მერე კი შვეიცარიულ „ბაზელთან“ (0:2, 0:3) წააგო.

კონფერენს ლიგის პირველ ტურში, „საბურთალოსა“ და „ტირანას” დაპირისპირებას ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი მოჰამედ ალ ემარა იქნება, გვერდითი მსაჯები – მიკკო ალაკარე და ტურკა იონას ვალჟაკა, ხოლო მეოთხე მსაჯად ოლივერ რეიტალაა მივლინებული.

დატოვე კომენტარი