„საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
„საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

1/4-ფინალი

„დილა“ – „საბურთალო“ 0:0 (3:4)

გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. „საბურთალოდან“ დარტყმა მხოლოდ გია ჩადუნელმა ვერ გამოიყენა, თბილისელთა მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ კი ალეფ სანტოსის პენალტი მოიგერია. ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი „დილას“ მეკარემ, ევჰენი კუჩერენკომ შეასრულა და ბურთი კარს ააცილა.

„ირაო“ – ბათუმის „დინამო“ 1:4

ხაშურის „გრიგოლ ჯომართიძე არენაზე“ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი პირველივე ტაიმში გიორგი წიტაიშვილის (7) და ლადო მამუჩაშვილის (16) გოლებით დაწინაურდა. მართალია, „ირაომ“ 36-ე წუთზე ნიკა კონიაშვილის გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ცოტნე ფაცაციამ 66-ე წუთზე ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, ხოლო საბოლოო ანგარიში თორნიკე კაპანაძემ (74) დააფიქსირა.

საქართველოს თასის 1/4-ფინალის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ გაიმართება:

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი

„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“

14:30. ზესტაფონი – დავით აბაშიძე

„კოლხეთი 1913“ – „ტორპედო“

18:00. ფოთი – ფაზისი