„საბურთალო“ ჩემპიონია, „დინამო“ მეორეზეა - 19-წლამდელთა ტურნირი დასრულდა #1TVSPORT
„საბურთალო“ ჩემპიონია, „დინამო“ მეორეზეა - 19-წლამდელთა ტურნირი დასრულდა #1TVSPORT

გივი ჩოხელის სახელობის საქართველოს 19-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა.

ბოლო ტურის შეხვედრაში „საბურთალომ“ უშუალო კონკურენტი „დინამო თბილისი“ დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა. მესამე ადგილზე თბილისის „ლოკომოტივი“ გავიდა.

გადამწყვეტი შეხვედრა „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართა და დაძაბული გამოდგა. „საბურთალოს“ 19- წლამდელთა გუნდმა წარმატებას გიორგი ქუქალიასა და ნიკოლოზ დავრაშელიძის გოლებით მიაღწია, 2:1 მოიგო და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრის დასრულებისთანავე გაიმართა დაჯილოდება, სადაც „საბურთალოს“ საჩემპიონო თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სხვა ასაკობრივი ჩემპიონატებიც „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ დომინირებით დასრულდა. „დინამო“ 15 და 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებული გახდა, სადაც „საბურთალოს“ ასაკობრივმა გუნდებმა, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.