„საბურთალო“ „არარატ-არმენიასთან“ დამარცხდა – თბილისელებმა ამხანაგური მატჩები დაგეგმეს #1TVSPORT

20:15, 06.07.2023

„საბურთალომ“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ შეხვედრა სომხურ „არარატ-არმენიასთან“ გამართა და 1:3 დამარცხდა.

„საბურთალო“: მეგრელიშვილი, მამასახლისი, ჩადუნელი, ჯგერენაია, კომახიძე, ქარდავა, ასკურავა, სიხარულიძე, ქვარცხავა, ტაბატაძე, სილა.

„საბურთალოს“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი მოსამზადებელი პერიოდში კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 10 ივლისს ომარ თეთრაძის გუნდი ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 ივლისს – თბილისის „ლოკომოტივს“. ️ორივე შეხვედრა 18:30 საათზე „პეტრო არენაზე“ გაიმართება.

ეროვნულ ლიგაში გამართული 19 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 38 ქულით მეორე ადგილზეა. გუნდი სეზონს 5 აგვისტოს ქუთაისის „ტორპედოსთან“ საშინაო მატჩით განაახლებს.

მსგავსი