„საბურთალო“ „ადმირას” შეხვდება - ჩაბრაძე „თელავში“ გადავიდა
„საბურთალო“ „ადმირას” შეხვდება - ჩაბრაძე „თელავში“ გადავიდა

ესპანურ შეკრებაზე მყოფი „საბურთალო“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას 4 თებერვალს გამართავს. საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე ავსტრიის ბუნდესლიგელი „ადმირა ვაკერი“ იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

თბილისელთა მეტოქე ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. კლუბი, რომელიც 1905 წელს დაარსდა, ცხრაჯერ ჩემპიონი, ექვსჯერ თასის და ერთხელაც სუპერთასის მფლობელი გახდა. თუმცა, ახლა 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

ცნობილი გახდა, რომ „საბურთალოს“ ესპანეთში არ გაჰყვა გია ჩაბრაძე – „საბურთალოს“ აღზრდილი მცველი იჯარით ეროვნულ ლიგაში აღზევებულ „თელავში“ ითამაშებს. კლუბები დეტალებზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელმა ახალ კლუბში „მერანის“ წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრა ჩაატარა.