„საბურთალო 2“-მა შეკრებაზე პოლონური გუნდი დაამარცხა
„საბურთალო 2“-მა შეკრებაზე პოლონური გუნდი დაამარცხა
„საბურთალო 2“ თურქულ შეკრებაზეა და მეორე სპარინგ-მატჩი ჩაატარა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები პოლონურ გუნდს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად დაამარცხეს.
 
„საბურთალო 2“ „კოტოვიცას“ შეხვდა და 3:1 მოუგო. თბილისელებიდან პოლონელებს გოლები მალაზონიამ და ასკურავამ (2) გაუტანეს.
„საბურთალო 2“ (I ნახევარი): ნასყიდაშვილი, გელაძე, ყურშავიშვილი, ვირუბოვი, ჯანაშია, შაქარაშვილი, გ.ტალახაძე, ნ.ტალახაძე, მალაზონია, ჭანტურიშვილი, ბერუჩაშვილი.
„საბურთალო 2“ (II ნახევარი): ნასყიდაშვილი, ფურცელაძე, ნონიკაშვილი, ბერიძე, დევდარიანი, მამაცაშვილი, გოჩოლეიშვილი, ცალუღელაშვილი, ასკურავა, გულიაშვილი, გაბუნია.