საბოლოოდ გადაწყდა - აზაცკი „ტორპედოში“ ითამაშებს
საბოლოოდ გადაწყდა - აზაცკი „ტორპედოში“ ითამაშებს

ოლექსანდრ აზაცკი „ტორპედოში“ ბრუნდება – ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ქუთაისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

უკრაინელი მცველი „ტორპედოში“ ზაფხულში ნახევარწლიანი იჯარის საფუძველზე ჩაირიცხა. მისი სატრანსფერო უფლებები კი ჩეხეთის კლუბს – ოსტარავას „ბანიკს“ ეკუთვნის. ამ პერიოდში უკრაინელი მცველი „ტორპედოს“ საკვანძო მოთამაშე გახდა.

ინფორმაცია აზაცკის დაბრუნების შესახებ ერთი კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ კლუბებს შორის საბოლოო შეთანხება მაინც ვერ ხერხდებოდა – მოლაპარაკება მხოლოდ ახლა დასრულდა.

„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, „ტორპედოსა“ და „ბანიკ ოსტრავას“ ხელმძღვანელობებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით, უკრაინელი მცველი „ტორპედოში“ ერთწლიანი იჯარით ბრუნდება.
აზაცკი „ტორპედოს“ თურქეთში 9 თებერვალს შეურთდება“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.