საბოლოო ვერდიქტი ცნობილია - კვერნაძის „ფროზინონე“ სერია B-ში დარჩა, ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ „სამპდორიას“ შეხვდება #1TVSPORT
სერია B-ს პლეი ოფის მატჩი ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანასა“ და გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ შორის, რომელი 19 მაისს იყო დაგეგმილი, საბოლოოდ გადაიდო – ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„სერია B-ს პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩი „სალერნიტანასა“ და „ფროზინონეს“ შორის აღარ გაიმართება. მიზეზი „ბრეშასთვის“ დაწესებული სანქციები და ჩამორთმეული ოთხი ქულაა, რის გამოც სატურნირო ცხრილში გარკვეული ცვლილებები მოხდა.
შედეგად, „ფროზინონე“ აღარ ითამაშებს პლეი ოფში და მომდევნო სეზონისთვის სერია B-ში ადგილს პირდაპირი გზით შეინარჩუნებს, „ბრეშა“ კი სერია C-ში გავარდა.
გარდა ამისა, „სამპდორია“ დივიზიონიდან ავტომატურად გავარდნას გადაურჩა და ახლა პლეი ოფში „ფროზინონეს“ ნაცვლად ითამაშებს – მისი მეტოქე „სალერნიტანა“ იქნება. მატჩების თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება“.