საბოლოო მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკის 13,5-მა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა
საბოლოო მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკის 13,5-მა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის 13,5-მა მილიონმა (73,22 პროცენტი) ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამის შესახებ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, სადაც ხმების 100 პროცენტი უკვე დაითვალეს.

უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხმა ამომრჩეველთა 24,45 პროცენტმა მისცა, რაც 4,5 მილიონი ხმაა.

2019 წლის მონაცემებით, უკრაინის მთლიანი მოსახლეობა 42 მილიონია. მათგან ხმის მიცემის უფლება 35,6 მილიონ ადამიანს აქვს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე პეტრო პოროშენკომ არჩევნებში დამარცხება აღიარა.