საბოლოო კოეფიციენტებით, დემბელეს „ოქროს ბურთის“ მოგება გარანტირებული აქვს #1TVSPORT
საბოლოო კოეფიციენტებით, დემბელეს „ოქროს ბურთის“ მოგება გარანტირებული აქვს #1TVSPORT

22 სექტემბერს პარიზში გაიმართება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია და ცნობილი გახდება 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

ორ დღეში გასამართი ცერემონიის წინ ბუკმეიკერებმა საბოლოო კოეფიციენტები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, „ოქროს ბურთის“ მფლობელი თითქმის გარანტირებულად ხდება „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი უსმან დემბელე.

ბუკმეიკერთა კოეფიციენტები 19 სექტემბრისთვის:

უსმან დემბელე – 1.14

ლამინ იამალი – 5.0

ვიტინია – 18.0

მოჰამედ სალაჰი, რაფინია – 20.0

კოულ პალმერი, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, აშრაფ ჰაკიმი – 40.0

ჯანლუიჯი დონარუმა, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში – 60.0