საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთის დასავლეთის რაიონებში გავრცელებულმა ტყის ხანძარმა მოსახლეობის სახლები და მარცვლეული გაანადგურა. სუნთქვის პრობლემის გამო, თხუთმეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბერძენი მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას უკვე მესამე დღეა, თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით ცდილობენ.

„ევრონიუსის“ ცნობით, ხანძარი თავდაპირველად საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან 30 კილომეტრში, პელოპონესის ზირიას ბორცვებზე გაჩნდა, შემდეგ სწრაფად გავრცელდა სანაპირო ზოლისკენ და ათენი-პატრასის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალთან.

ხანძრის გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ხანძრის ლოკალიზაციას გასულ ღამეს 300-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მოსალოდნელია ხანძრის გავრცელება, რადგან მომდევნო კვირაში ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს მიაღწევს.

დატოვე კომენტარი