საბერძნეთში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

18:32, 18.03.2019

საბერძნეთში, სტუდენტების აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სტუდენტები განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მსვლელობისას სტუდენტებმა პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. სამართალდამცველებმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სტუდენტები განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც იცვლება უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების წესი.

მსგავსი