საბერძნეთში გუგეშაშვილმა ისევ გაიბრწყინა - კვიპროსული დაპირისპირება ქართველების გარეშე ჩატარდა #1TVSPORT
საბერძნეთის სუპერლიგაში „პანსერაიკოსში“ მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა ლუკა გუგეშაშვილმა. „კალითეასთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ გუნდი ოთხჯერ გადაარჩინა.
საბოლოოდ, ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება (7,6) გუგეშაშვილმა და 90-ე წუთზე გადამწყვეტი გოლის გამტანმა, ბეტანკორმა მიიღეს, ბეტანკორი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
კვიპროსის ჩემპიონატში „არისისა“ და აპოელ-ის შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, გიორგი ქვილითაიასა („არისი“) და ლაშა დვალს (აპოელ-ი) მონაწილეობა არ მიუღიათ.
პორტუგალიის ჩემპიონატში ოთარ მამაგეიშვილმა „ფამალიკაოს“ შემადგენლობაში 75-ე წუთიდან ითამაშა „ნასიონალთან“ და ყვითელი ბარათი მიიღო. „ფამალიკაოს“ ქულის მოპოვება შეეძლო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.