საბერძნეთში გააუქმეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა
საბერძნეთში გააუქმეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა

საბერძნეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კორონავირუსის საფრთხის გამო, გააუქმა ქვეყნის ტერიტორიაზე ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა.

ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ესტაფეტის პირველ ეტაპზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა.

ბერძნული მხარე 19 მარტს გადასცემს ოლიმპიურ ცეცხლს იაპონურ მხარეს. ეს მოხდება ათენში ცარიელი ტრიბუნების ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ცეცხლი 12 მარტს, ძველ ოლიმპიაზე დაინთო.

ზაფხულის თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი არ გამორიცხავს ოლიმპიადის გადადებას.